ახალგაზრდა სპორტსმენს მის კარიაერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
- მამაც და დედაც მოფარიკავეები იყვნენ. გარკვეული წარმატებებიც ჰქონდათ და მე და ჩემ უფროს დას ფარიკაობა მათ შეგვაყვარეს. ამჟამად კი ქუთაისის მე-15 ფარიკაობის სკოლაში მწვრთნელ ნათია ჩუბინიძესთან ვვარჯიშობ.
- კადეტთა შორის მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა შენთვის პირველი წარმატებაა თუ აქამდეც გქონდა რაიმე მიღწევები?
- შეჯიბრებაში პირველად ორი წლის წინათ გამოვედი.
- რთული აღმოჩნდა ოქროს მედლის მოპოვება?
- ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. ყველაზე მეტად ფინალში გამიჭირდა, სადაც მეტოქედ ჩემი თანაქალაქელი მარია ზაკირჩენკო მყავდა, რომელიც ადრე საქართველოს ჩემპიონიც იყო. დაძაბულ ფარიკაობაში მას 15:9 მოვუგე და პირველი ადგილი დავიკავე.
- სამომავლო მიზნებზე რას გვეტყვით, ფარიკაობა შენთვის გართობაა თუ დიდ სპორტზეც გიფიქრია?
- ფარიკაობა ძალიან მიყვარს და მინდა მას ბოლომდე გავყვე. ვეცდები არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით ვიასპარეზო. ადრე თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე გამოვედი, თუმცა მაშინ ახალბედა ვიყავი და წარმატებისთვის არ მიმიღწევია. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე და იმედი მაქვს, რომ განვითარებას გავაგრძელებ. ჩემი მწვრთნელი ნათია ჩუბინიძე ამ მხრივ ძალიან მეხმარება.
- როგორი სავარჯიშო პირობები გაქვთ?
- ფარიკაობის დარბაზი უმაღლეს დონეზე არის მოწყობილი და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"