ფარიკაობაში ახალი ისტორია არ დაიწერა

AutoSharing Option
ფარიკაობაში პირველი დისციპლინის - ქალებს შორის რაპირისტთა შეჯიბრის შემდეგ, შესაძლოა, ოლიმპიადის ახალი ისტორიის მოწმენი გავმხდარიყავით.

საქმე ისაა, რომ ბრწყინვალე იტალიელ სპორტსმენს, 38 წლის ვალენტინა ვეცალის ჰქონდა შანსი, ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე მოეგო ინდივიდუალური პირველობა. ასეთი რამ ქალებს შორის სპორტის არცერთ სახეობაში არ მომხდარა, კაცებს შორის კი ორი შემთხვევაა დაფიქსირებული და ორივე მძლეოსნობაში: ამერიკელმა კარლ ლუისმა ზედიზედ ოთხი ოქრო მოიგო სიგრძეზე ხტომაში (1984-96), მისმა თანამემამულემ ელ ორტერმა - ბადროს ტყორცნაში (1956-68).

მაგრამ გახსნის ცერემონიაზე იტალიელთა მედროშეს ოცნების ასრულება არ ეწერა. ინდივიდუალურ პირველობაზე
მისი ბოლო მარცხი 1996 წლით თარიღდებოდა, როცა ატლანტას ოლიმპიადის ფინალი წააგო. და აი, 16 წლის შემდეგ, შეწყდა ვეცალის ეს ბრწყინვალე სერია.

ნახევარფინალში მისი შეჩერება შეძლო ახალგაზრდა თანაგუნდელმა, 24 წლის არიანა ერიგომ - 15:12. არადა, აქამდე ჩატარებულ 16 ბრძოლაში ვეცალის არიგო 13-ჯერ ჰყავდა დამარცხებული.

იტალიელები დომინირებდნენ რაპირისტთა ტურნირში - მეორე ნახევარფინალში 29 წლის აპენინელმა ელისა დი ფრანჩისკამ კორეელი მეტოქე ჰი-ჰიუნ ნამი დაამარცხა და ფინალში ერიგოს დაუპირისპირდა. ნამმა მაქსიმალურად სცადა იტალიელთა ბრძოლაში ჩარევა, მაგრამ ოთხი წლის წინანდელი შედეგი ვერ გაიმეორა - პეკინში მან ფინალში გააღწია, მაგრამ ვეცალისთან წააგო.

ამჯერად მე-3 ადგილისთვის მატჩიც დათმო სახელოვან ვეტერანთან და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ვეცალიმ კი კარიერაში მერვე ოლიმპიური მედალი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ქალთა ფარიკაობაში აბსოლუტურ რეკორდსმენს, თანამემამულე ჯოვანა ტრილინის. ვალენტინას შეუძლია თავად გახდეს აბსოლუტური რეკორდსმენი, რადგან იტალია რაპირისტთა გუნდურ პირველობაზე მთავარი ფავორიტია.

რაც შეეხება ფინალს, ის მინიმალური უპირატესობით დი ფრანჩისკამ მოიგო. ეს მოფარიკავე ოთხჯერ იყო მსოფლიოს და ექვსჯერ ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ოლიმპიური ოქრო მის კოლექციაში არ მოიძებნებოდა. ახლა ეს გაუგებრობა მოგვარებულია.

* * *
ყველაფერი თავდაყირა დადგა გუშინ, კაცებს შორის ხმლით ასპარეზობაში. ეტაპი ისე არ გავიდოდა, მინიმუმ ერთი სენსაცია არ მომხდარიყო. ათენის ჩემპიონმა, იტალიელმა ალდო მონტანომ წააგო თანამემამულე დიეგო ოკიუზისთან.

პეკინის ჩემპიონი ჟონ მანი უნგრელ არონ ჟილაგისთან დამარცხდა. მსოფლიოს მეორე ნომერმა, რუსმა ალექსეი იაკიმენკომ ამერიკელ დერილ ჰომერთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა ბრძოლა. მესამე ნომერმა ბონგილ გუმ კი გერმანელ მაქს ჰარტუნგთან წააგო.

თავად გერმანელთა პირველი ნომერი ნიკოლას ლიმბახი მეოთხედფინალში დამარცხდა რუს ნიკოლაი კოვალიოვთან.

შესაბამისად, ნახევარფინალში ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი - მეექვსე - უნგრელ ჟილაგის ჰქონდა. ჩემპიონიც ის გახდა. მან არ დაუშვა ზედიზედ მეორე დღეს ფარიკაობის დარბაზში იტალიული ტრიუმფი. ფინალის ანგარიში დიეგო ოკიუცისთან დაპირისპირებაში 15:8 იყო.

ქალები
რაპირა (ინდ)
1/32-ფინალი
სიჰიო ნიშიოკა (იაპ)-ჰეონ პო ლინი (ჰ-კონგ) 13:10; იოჰანა ბეარიც ფუენმაიორი (ვენ)-ემან ელგამალი (ეგვ) 15:9; ნატალია შეპარდი (ბრიტ)-სოფი ტროიანო (ბრიტ) 12:9; ოლგა ლეიეიკო (უკრ)-ანისა ხელფაუი (ალჟ) 15:4; მონიკა პეტერსონი (კან)-ანა ბენტლი (ბრიტ) 10:9; მონა შაიტო (ლიბან)-შაიმაა ელგამალი (ეგვ) 7:6.

1/16-ფინალი
ასტრიდ გიარი (საფ)-ემან გაბერი (ეგვ) 15:2; არიანა ერიგო (იტა)-იოჰანა ბეარიც ფუენმაიორი (ვენ) 15:4; კორინ მეტრდანი (საფ)-ნატალია შეპარდი (ბრიტ) 15:5; ჰი-ჰიუნ ნამი (ს. კორ)-ოლგა ლეიეიკო (უკრ) 15:9; ინეს ბუბაკრი (ტუნ)-ნიკოლ როსი (აშშ) 15:8; კამილმა გაფურზიანოვა (რუს)-მარტინა სინორაძკა (პოლ) 15:8; ჩეიკო სუგავარა (იაპ)-ჰი-სუკ ჟეონი (ს. კორ) 15:13; აიდა მოჰამედი (უნგ)-ნზინგა პრესკოდი (აშშ) 15:14; ჟინიან ჩენი (ჩინ)-მალგორზატა ვოიტკოვიაკი (პოლ) 15:8; გილ-ოკ იუნი (ს. კორ)-აიდა შანაევა (რუს) 15:14; კაროლინ გოლუბიცკი (გერ)-სასკი ლორეტა ვან ერვენ გარსია (კოლ) 14:9; ისაორა ტიბუსი (საფ)-ინა დერიგლაზოვა (რუს) 15:8; ვალენტინა ვეცალი (იტა)-სიჰიო ნიშიოკა (იაპ) 14:8; ლი კიფერი (აშშ)-მონიკა პეტერსონი (კან) 15:10; ელისა დი ფრანჩისკა (იტა)-მონა შაიტო (ლიბან) 15:2; კანაე იკეჰატა (იაპ)-სილვი გრუჩალა (პოლ) 9:8.

1/8-ფინალი
ინეს ბუბაკრი (ტუნ)-ასტრიდ გიარი (საფ) 15:10; არიანა ერიგო (იტა)-კამილმა გაფურზიანოვა (რუს) 15:7; ჩეიკო სუგავარა (იაპ)-კორინ მეტრჟანი (საფ) 15:9; ჰი-ჰიუნ ნამი (ს. კორ)-აიდა მოჰამედი (უნგ) 8:7; ვალენტინა ვეცალი (იტა)-ჟინიან ჩენი (ჩინ) 15:6; ლი კიფერი (აშშ)-გილ-ოკ იუნი (ს. კორ) 15:13; ელისა დი ფრანჩისკა (იტა)-კაროლინ გოლუბიცკი (გერ) 15:9; კანაე იკეჰატა (იაპ)-ისაორა ტიბუსი (საფ) 15:11.

1/4-ფინალი
ვალენტინა ვეცალი (იტა)-ინეს ბუბაკრი (ტუნ) 8:7; არიანა ერიგო (იტა)-ლი კიფერი (აშშ) 15:10; ელისა დი ფრანჩისკა (იტა)-ჩეიკო სუგავარა (იაპ) 15:9; ჰი-ჰიუნ ნამი (ს. კორ)-კანაე იკეჰატა (იაპ) 15:6.

1/2-ფინალი
არიანა ერიგო (იტა)-ვალენტინა ვეცალი (იტა) 15:12; ელისა დი ფრანჩისკა (იტა)-ჰი-ჰიუნ ნამი (ს. კორ) 11:10.

მე-3 ადგილისთვის
ვალენტინა ვეცალი (იტა)-ჰი-ჰიუნ ნამი (ს. კორ) 13:12.

ფინალი
ელისა დი ფრანჩისკა (იტა)-არიანა ერიგო (იტა) 12:11.

კაცები
ხმალი (ინდ)
1/32-ფინალი
ერნან ხანსენი (ვენ)-ჰიშემ სამანდი (ტუნ) 15:13; ვალერი პრიემკა (ბლრ)-ჯეიმს ჰანიბუონი (ბრიტ) 15:9; კინ-პენ იუ (მალაიზ)-მანად ზეიდი (ეგვ) 15:12; ადამ სკროძკი (პოლ)-ჰინ-ჩუნ ლამი (ჰ-კონგ) 15:10; ფლორინ ზალომირი (რუმ)-მოიტაბა აბედინი (ირან) 15:7.

1/16-ფინალი
რარეს დუმიტრესკუ (რუმ)-დმიტრო ბოიკო (უკრ) 15:12; ალდო მონტანო (იტა)-ვალერი პრიემკა (ბლრ) 15:9; არონ ჟილაგი (უნგ)-კინ-პენ იუ (მალაიზ) 15:1; ნიკოლას ლიმბახი (გერ)-ადამ სკროძკი (პოლ) 15:8; ალექსანდრ ბუიკევიჩი (ბლრ)-ბოლად აპიტი (საფ) 15:11; დიეგო ოკიუცი (იტა)-სიაო ლიუ (ჩინ) 15:9; მან ჟონგი (ჩინ)-იუნხვან კიმი (ს. კორ) 15:14; ბენედიკტ ვაგნერი (გერ)-რენცო აგრესტა (ბრა) 15:6; დერილ ჰომერი (აშშ)-ტიბერიუ დოლნისეანუ (რუმ) 15:11; დმიტრი ლაპკესი (ბლრ)-ფილიპ ბოდრი (კან) 15:10; მაქს ჰარტუნგი (გერ)-ლუიჯი ტარანტინო (იტა) 15:14; ნიკოლაი კოვალიოვი (რუს)-ჯეიმს უილიამსი (აშშ) 15:12; ალექსეი იაკიმენკო (რუს)-ტიმოთი მორჰაუსი (აშშ) 15:4; ტიმოტი მორჰაუსი (აშშ)-ვენიამინ რეშეტნიკოვი (რუს) 15:6; ბონგილ გუ (ს. კორ)-ფლორინ ზალომირი (რუმ) 15:12; ვუ იან ვონი (ს. კორ)-ჟინგჟი ვანი (ჩინ) 15:6.

1/8-ფინალი
რარეს დუმიტრესკუ (რუმ)-ალექსანდრ ბუიკევიჩი (ბლრ) 15:6; დიეგო ოკიუცი (იტა)-ალდო მონტანო (იტა) 15:13; არონ ჟილაგი (უნგ)-მან ჟონგი (ჩინ) 15:10; ნიკოლას ლიმბახი (გერ)-ბენედიკტ ვაგნერი (გერ) 15:7; დერილ ჰომერი (აშშ)-ალექსეი იაკიმენკო (რუს) 15:14; ტიმოტი მორჰაუსი (აშშ)-დმიტრი ლაპკესი (ბლრ) 15:13; მაქს ჰარტუნგი (გერ)-ბონგილ გუ (ს. კორ) 15:14; ნიკოლაი კოვალიოვი (რუს)-ვუ იან ვონი (ს. კორ) 15:11.

1/4-ფინალი
რარეს დუმიტრესკუ (რუმ)-დერილ ჰომერი (აშშ) 15:13; დიეგო ოკიუცი (იტა)-ტიმოტი მორჰაუსი (აშშ) 15:9; არონ ჟილაგი (უნგ)-მაქს ჰარტუნგი (გერ) 15:13; ნიკოლაი კოვალიოვი (რუს)-ნიკოლას ლიმბახი (გერ) 15:12.

1/2-ფინალი
არონ ჟილაგი (უნგ)-ნიკოლაი კოვალიოვი (რუს) 15:7; დიეგო ოკიუცი (იტა)-რარეს დუმიტრესკუ (რუმ) 15:11.

მე-3 ადგილისთვის
ნიკოლაი კოვალიოვი (რუს)-რარეს დუმიტრესკუ (რუმ) 15:10;

ფინალი
არონ ჟილაგი (უნგ)-დიეგო ოკიუცი (იტა) 15:8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული