არჩილ გოგელია ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

AutoSharing Option
15 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ფარიკაობის ფედერაციის არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში მონაწილე ხმის მიცემის მქომე სუბიექტებმა პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი არჩილ გოგელია პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს. ამრიგად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ფარიკაობის ფედერაციას არჩილ გოგელია უთავკაცებს.

არჩევნებზევე დამტკიცდნენ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე იქნება, ასევე ვიცე-პრეზიდენტებად იმუშავებენ - ირინე სხირტლაძე და არჩილ ლორთქიფანიძე, გენერალური მდივნის ფუნქციებს დავით სხირტლაძე შეასრულებს.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, სამომავლოდ კი მიზნად რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა დაისახა.

კერძოდ,
მწვრთნელთა გადამზადება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ფარიკაობის უფრო მეტად პოპულარიზაცია.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული