ქართველმა მოფარიკავეებმა ევროპის პირველობაზე გუნდური მეხუთე ადგილი დაიკვაეს

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქში დამთავრდა კადეტ და ახალგაზდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

როგორც გაუწყეთ, ახალგაზრდა მოხმალავეებში შესანიშნავად იასპარეზა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა.

შეჯიბრების ბოლო დღეს სანდრო ბაზაძემ, მიხეილ მარდალეიშვილმა, საბა სულამანიძემ გუნდურშიც მოსინჯეს ძალები. ჩვენებმა პირველივე შეხვედრა იტალიელებთან დაძაბულ ბრძოლაში 42:45 დათმეს.

აპენინელებმა ნახევარფინალში რუსები (45:31) და გადამწყვეტ პაექრობაში გერმანელებიც (45:44) დაამარცხეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი რუსების მძლეველ (45:39) უნგრელებს ერგოთ.

ჩვენმა ბიჭებმა დამამშვიდებელში იყოჩაღეს: ჯერ ფრანგებს აჯობეს - 45:43, მერე ბელარუსები დაჯაბნეს 45:26 და მეხუთე ადგილი
დაიკავეს.

9 და 10 მარტს ბუდაპეშტში მოფარიკავეთა საერთაშორისო ფედერაციის გრან პრი გაიმართება. სამივე ქართველი მოხმალავე ამ ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული