![](https://sportall.ge/pictures/image31/a4e56888d18607fed89a503c9ee6def1.png)
ძირითადი ლიცენზიების გაცემა 4 აპრილს დასრულდა, მაგრამ მათ, ვინც ვერ მოხვდა 14 საუკეთესო სპორტსმენს შორის, მიეცათ დამატებით შანსი. ევროპის ზონიდან პრაღის ტურნირის 4 საუკეთესო მოფარიკავე იღებდა ლიცენზიას.
სანდრო ბაზაძემ ქვეჯგუფში ხუთიდან 4 შეხვედრა მოიგო, ამის შემდეგ კი ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა ასპარეზობა. გადამწყვეტ ეტაპზე სანდრომ ესპანელ მოფარიკავეს 15-9 სძლია, ლიცენზიისთვის ბრძოლაში კი ისრაელის წამომადგენელ კონსტანტინ ვორონოვს ანგარიშით 15-12 სძლია.
მომზადებულია geonoc.ge-ს