მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ბოლო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, დღეს, 16 აპრილს, რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ.

ძირითადი ლიცენზიების გაცემა 4 აპრილს დასრულდა, მაგრამ მათ, ვინც ვერ მოხვდა 14 საუკეთესო სპორტსმენს შორის, მიეცათ დამატებით შანსი. ევროპის ზონიდან პრაღის ტურნირის 4 საუკეთესო მოფარიკავე იღებდა ლიცენზიას.

სანდრო ბაზაძემ ქვეჯგუფში ხუთიდან 4 შეხვედრა მოიგო, ამის შემდეგ კი ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა ასპარეზობა. გადამწყვეტ ეტაპზე სანდრომ ესპანელ მოფარიკავეს 15-9 სძლია, ლიცენზიისთვის ბრძოლაში კი ისრაელის წამომადგენელ კონსტანტინ ვორონოვს ანგარიშით 15-12 სძლია.

მომზადებულია geonoc.ge-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ სანდროს!!!
კობა
16 აპრილი 2016 22:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული