კარატისტები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ

AutoSharing Option
2-4 აპრილს უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატი 30-ზე მეტი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს შორის ჩატარდა. საქართველოს ნაკრები კი ევროპირველობაზე 5-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და დიდი წარმატებაც მოიპოვა.

ჰენრი ვეკუამ (75კგ) - 21-წლამდელთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. შოთა გორელაშვილმა (70კგ) - 16-17 წლამდელებს შორის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

გუნდურ გამოსვლაში, რომელიც 3 სპორტსმენისგან შედგებოდა (ჰენრი კუპრაშვილს და შოთა გორელაშვილს დავით ტყებუჩავა დაემატა), ქართველებმა მესამე ადგილი დაისაკუთრეს.

საქართველოს ნაკრები გააგრძელებს მზადებას და უკვე 20 აპრილს გაემგზავრება ამერიკაში, ლას ვეგასში, სადაც 50 ქვეყნის
საუკეთესო გუნდები იყრიან თავს, ოღონდ მხოლოდ ორგანიზატორების მიწვევით.

ფედერაციის პრეზიდენტის და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ბასილიას აზრით, ნაკრებს ყველა წინაპირობა აქვს, რათა ამერიკაში საუკეთესო შედეგები აჩვენოს.


msy.gov.ge




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული