მეექვსე უძლიერესებში

AutoSharing Option
ამ დღეებში თურქეთის დედაქალაქმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა კარატეში (გუნდურ კუმიტე), სადაც 30 ქვეყნის გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა. ყოველი ქვეყანა ერთი 5 კაციანი გუნდით იყო, წარმოდგენილი. გუნდური კუმიტე (ორთაბრძოლა) ახალგაზრდებში და დიდებში გაიმართა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ კარატე ოლიმპიურ სპორტის სახეობად მოიაზრება. იმ ფაქტმაც, რომ კარატე შეტანილია უნივერსიადისა და აზიის თამაშების პროგრამაში, ქვეყნების კარატეს ფედერაციების ბიუჯეტი რამოდენიმე მილიონი დოლარით გაზარდა.

"ამჯერად ჩვენი ნაკერბი ვერ გავიდა საპრიზო ადგილზე, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში მაინც მოხვდა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენებმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს,
რუსეთის ნაკრებს სძლიეს. სამწუხაროდ, 2 საუკეთესო სპორტსმენი გვაკლდა ტრავმის გამო და მაინც, ცოტა გამართლება იყო საჭირო ფინალში მოსახვედრად.

ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან თუ სერიოზული დახმარება და მხარდაჭერა არ გვექნება, რაც არამარტო ფინანსებში გამოიხატება, ნამდვილად გაგვიჭირდება მაღალი შედეგების მიღწევა მსოფლიოს და ევროპის ტატამებზე.

დასარეგულირებელია სხვა საკითხებიც. საზოგადოება დაიბნა, უჭირს გაარკვიოს რამდენი კარატეს ფედერაციაა და სად მიიყვანოს ბავშვი სავარჯიშოდ. სკოლის დირექტორები დარბაზებს იჯარით აძლევენ კარატეს ულიცენზიო ჯგუფებს და ესეც პრობლემაა. ეგრეთწოდებულ კონტაქტური კარატეს ჯგუფებში ყოფილა ფატალური შემთხვევები, ტრავმები... ბავშვის გულის აცრუება საერთოდ სპორტულ ცხოვრებაზე", _ განაცხადა ანკარიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრზიდენტმა კახა ბასილიამ. მან ასევე გულისტკივილით აღნიშნა, რომ "მასმედია ხშირ შემთხვევაში არც საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან და არც სპორტის სამინისტროსთან ათანხმებს გარკვეულ საკითხებს და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული