ჩემპიონატი შოტოკან კარატეში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი მსოფლიოს შოტოკან კარატე-დოს კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი მსაჯი კახა ბასილია იყო. ჩემპინატში 40 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდის 2500 სპორტსმენი ასპარეზობდა.
"როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი გამოდგა ეს მსოფლიოს ჩემპიოანტიც, თუმცა გარდა ქართველი კარატისტების წარმატებისა, იმაშიც გავიმარჯვეთ, რომ მსოფლიოს ეს ჩემპიონატი მე ჩავატარე, როგორც მსოფლიო შოტოკან კარატე-დოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჩემპიონატი გაიმართა როგორც მოზარდთა და ახალგაზრდებს შორის, ისე ვეტერანებში. ჩვენი მცირერიცხოვანი ნაკრები
ვეტერანი კარატმენებიდან 60 წლის ზევით პირველი გრიგოლ დარჩიაშვილი იყო კატაში, ხოლო 50 წლამე ვეტერანებს შორის კატაში ბაჩუკი სულამანიძემ მესამე ადგილი დაიკავა.
ქართულ კარატეს კიდევ ერთი საამაყო აქვს: ჩემპიონატამდე მსოფლიოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის აკადემიის რიგით მეორე კონგრესი გაიმართა, სადაც სულ რამოდენიმე სპეციალისტს მიანიჭა ამ სფეროს აკადემიკოსობა, მათ შორის არიან გაბი მიხაელი (ისრაელი) და კახა ბასილია.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია