26 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე გიორგ გალდავა, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია და ილია იორგა ესაუბრნენ. აღსანიშნავია, რომ ილია იორგა ერთადერთი ევროპელი "შავი ქამრის" და მე-"10 დან"-ის მფლობელია მსოფლიოში.
წლების განმავლობაში იუგოსლავიის ნაკრების კაპიტანი იყო, ევროპის მსოფლიო პრიზიორ-ჩემპიონი. საერთაშორისო ტრადიციული კარატე ფედერაციის დირექტორატის წევრი 1989 წ.
ეს იყო პირველი დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი სპორტული ორგანიზაცია იმ პერიოდის მთელ სსრკ-ს მაშტაბით. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ილია იორგას საქართველოში კარატის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.
გიორგი გალდავა:" ასეთი დიდი პიროვნების სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ილია იორგა 10-დანის მფლობელი და საოცრად გამოცდილი ადამიანია, ამიტომ მის მიერ ჩატარებული სემინარი, რომელსაც 650 კაცი დაესწრო საჭირო და საინტერესოა. მანვე განსაჯა კავკასიის თასის შეხვედრები და საერთოდაც საქართველოს კარატეს ფედერაციას თავის დროზე დიდი დახმარება გაუწია - საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანების დროს მნიშვნელოვნად დაეხმარა".
კახა ბასილია:" ილია იორგა ძლიერი სპეციალისტია. მისი სემინარი 650 ადამიანმა მოისმინა. ეს კაცი ძალიან გამოცდილია და მისი ცოდნის გაზიარება ყველას წაადგება. ილია იორგა იყო მთავარი მსაჯი კავკასიის თასზეც, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი თავის დროზე საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებაშიც დაგვეხმარა და მუდამ ჩვენს გვერდით დგას, მისი სახით საქართველოს კარატეს ფედერაციას ნამდვილად კარგი მეგობარი ჰყავს".
msy.gov.ge