ასეთ პრესტიჟულ ასპარეზობაზე საქართველოს სპორტული დელეგაცია, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას ხელმძღვანელობით სოლიდურად იყო წარმოდგენილი - 30 სპორტსმენი, 10 მსაჯი და 10 ოფიციალური პირი. "ამ ჩემპიონატზეც დიდი წარმატება მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. ეს იყო ხუთჯვრიანების ნამდვილი სპორტული ზეიმი მოსკოვში. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენი კარატისტები მსოფლიო დონეს პასუხობენ"- თქვა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დელეგაციის თავკაცმა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის გახსნაზე, ისრაელის წარმომადგენელმა, ამ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების
ქართველების მიერ დამსახურებულად მოიპოვებული საერთო გამარჯვება 18-20 და 16-17 წლიანებში პირველობამ; 10-11 წლებში მეორე და 14-15 წლიანებში მესამე ადგილებმა განაპირობა.
გამარჯვებულები: შოთა გორელაშვილი, გიორგი ქარელი, გიორგი ჯიქია, დათა ბასარია, ნიკა ჩხაპელია, ლუკა თოდაძე, ნიკა ხვედელიძე, ირაკლი ბერაია, ზვიად არაბული, ზურაბ ღანიაშვილი, ნესტორ ჩიკვილაძე, ოლია ჭუმბურიძე, ნოდარ შველიძე, ნიკა მამაგულაშვილი, გიორგი ტოტიკაშვილი (ორი I ადგილი); მეორე პრიზიორები: გიორგი გაზაშვილი, გიორგი ბაძაღუა, ზვიად არაბული, ლევან რურუა, ხვიჩა თათრიაშვილი, ნიკა მამაგულაშვილი, გიორგი გოჩიტაშვილი, ირაკლი ბერაია; მესამე პრიზიორები: ალექსანდრე ტყვაცირია, ლევან რურუა, ხვიჩა თათრიაშვილი, გიორგი აბაშიძე, ოლია ჭუმბურიძე, ნოდარი შველიძე, გევორგ აკოფიანი, ვლადიმერ ჯენისიანი, ტიგრან მგდესიანი, გიორგი გიორგაძე, გიორგი გოჩიტაშვილი.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"