კახა ბასილია კარატეს მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია

AutoSharing Option
ამ დღეებში სტამბულში კარატეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთი ახალი ორგანიზაცია დააფუძნა - ტრადიციული კარატეს მსოფლიო ფედერაცია, რომლის ვიცე-პრეზიდენტად ახლახან საქართველოს ფედერაციაში მორიგი ვადით გაპრეზიდენტებული კახა ბასილია აირჩიეს.

ახალი მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი ტრადიციული აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებების განვითარება-პოპულარიზაცია და ამავე დროს, არატრადიციული მიმართულებებისგან საზოგადოების დაცვაა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო ყველაზე სოლიდურად - 150 სპორტსმენით, 15 მსაჯით და გულშემატკივრების ამალით იყო წარმოდგენილი. ჩემპიონატი ახალგაზრდებში, სენიორებსა და ვეტერანებში გაიმართა.

კახა ბასილიამ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო და სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩვენი დელეგაცია
სამშობლოში სრული ტრიუმფით - 26 ოქროს, 11 ვერცხლისა და 26 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

"ჩვენ დავიწყეთ მსოფლიოში კარატეს განვითარების ახალი ეტაპი. ეს იქნება სრულიად განსაკუთრებული, სხვა მიდგომა. შევქმნით და ჩავატარებთ ახალ, უფრო მაღალი კლასის მსოფლიო ჩემპიონატებს. რაც შეეხება ქართული კარატეს ახლანდელ წარმატებას, მოპოვებული მედლების რაოდენობით სტამბულში გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დავიკავეთ, მასპინძლები მეორეზე გავიდნენ, მესამეზე - აზერბაიჯანელები. აქვე დავძენ, რომ რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ პრესტიჟული და მეტად პრინციპული იყო" - თქვა კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული