ანა 6 წლიდან მეცადინეობს კარატეში მწვრთნელ კობა ჯაიანთან. ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე საქართველოს და კავკასიის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულია.
წლეულს, იანვარში, თურქეთის ქალაქ არხავში ევრაზიის ჩემპიონიც გახდა. ანა კარატეში საქართველოს ნაკრების გუნდის წევრია და გამორჩეულად პერსპექტიულ სპორტსმენად თვლიან სპეციალისტები.
ნუგზარ ჟვანია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"