თბილისს დიდოსტატი სენსეი ტეცუჯი ნაკამურა ესტუმრა

AutoSharing Option
საქართველოს პირველად ესტუმრა მსოფლიო დონის ოსტატი, მეექვსე დანის მფლობელი, მსოფლიოს და იაპონიის არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ვიცე-შეფინსტრუქტორი სენსეი ტეცუჯი ნაკამურა, რომელიც კარატეს ცოცხალი ლეგენდის, მეათე დანის მფლობელის, სენსეი მორიო ჰიგაონას პირადი მოსწავლე და საქმის უშუალო გამგრძელებელია.

თბილისში იგი საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის, სენსეი ლევან როგავას მოწვევით ჩამოვიდა.

სტუმარი თბილისში თეორიულ სემინარებს გოჯუ რიუს ყველა რანგის კარატისტისთვის ატარებს, რომელიც ხვალ დასრულდება. დიდოსტატმა გამოცდების მიღებაც გადაწყვიტა.

"საქართველოში გოჯუ რიუს საკმაოდ მაღალი დონეა და ამიტომაც კმაყოფილი ვარ
სენსეი ლევან როგავასი. სემინარის პირველივე დღეს დავრწმუნდი, რომ თქვენთან კარატეს ეს სახეობა მეტად პოპულარული და განვითარებულია. ამიტომ სემინარების შემდეგ გამოცდებსაც ჩავიბარებ შავ ქამარზე და მომდევნო დანებზე.

რაც შეეხება საქართველოს, თქვენი სტუმართმოყვარეობით, ბუნებით, ქვეყნის წარსულითა და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობით აღფრთოვანებული ვარ. კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ თქვენთან",
- აღნიშნა სენსეი ტეცუჯი ნაკამურამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული