თბილისში იგი საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის, სენსეი ლევან როგავას მოწვევით ჩამოვიდა.
სტუმარი თბილისში თეორიულ სემინარებს გოჯუ რიუს ყველა რანგის კარატისტისთვის ატარებს, რომელიც ხვალ დასრულდება. დიდოსტატმა გამოცდების მიღებაც გადაწყვიტა.
"საქართველოში გოჯუ რიუს საკმაოდ მაღალი დონეა და ამიტომაც კმაყოფილი ვარ
რაც შეეხება საქართველოს, თქვენი სტუმართმოყვარეობით, ბუნებით, ქვეყნის წარსულითა და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობით აღფრთოვანებული ვარ. კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ თქვენთან", - აღნიშნა სენსეი ტეცუჯი ნაკამურამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"