ქართველი კარატისტები ევროპის ჩემპიონატიდან 7 მედლით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ოდესამ ამ დღეებში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა კონტაქტურ კარატეში, 12 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენის მონაწილეობით.

საქართველოს 5 სპორტსმენიდან 4 შინ მედლებით დაბრუნდა.

ვახტანგ კირკიტაძეს - 2 პირველი, დავით ლაფაჩიშვილს - 1 პირველი და 1 მეორე, თორნიკე ქიმაძეს - 1 მეორე, მერაბ ტურაშვილს - 1 მეორე და 1 მესამე ადგილები ხვდათ წილად.

ნაკრებს საქართველოს გოჯუ-რიუ კარატე-დო ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ტურაშვილი და შეფ-ინსტრუქტორი ლევან როგავა ხელმძღვანელობდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული