გორმა კარატე დო-ში ღია პირველობას უმასპინძლა

AutoSharing Option
გორმა მეოცედ უმასპინძლა ტრადიციულ ღია პირველობას კარატე დო-ში თბილისის რამდენიმე კლუბის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, მცხეთის, დუშეთის გუნდების მონაწილეობით.

ტურნირის ორგანიზატორია კარატეს ადგილობრივი სპეციალისტი გელა პავლიაშვილი.

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზის არენაზე 100-მდე მონაწილე გავიდა კუმიტეში საასპარეზოდ.

გუნდური შედეგით პირველობა არავის დაუთმო თბილისის კლუბმა (მწვრთნელი გიორგი ბოჭორიშვილი), პირადში კი გამარჯვებულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გახდნენ: ირაკლი კეჟერაშვილი (6-7 წ. თბილისი), ცოტნე ნონაშვილი (8-9 წ), გიორგი შავშიშვილი (10-11 წ. ორივე - გორი), ირაკლი ჭურღულია (12-13 წ. ზუგდიდი), გოგა კორტავა (14-15 წ. ფოთი), ნიკოლოზ
ქობალია (16-17 წ), გიორგი თათრიშვილი (აბსოლუტური, ორივე - თბილისი). გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით და პრიზებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული