ჩვენებიდან ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ღია ჩემპიონატზე დავით სვანაძე ოქროს მედალს დაეუფლა, ედუარდ საგრუნოვი კი ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.
"ამ წარმატების შემდეგ მეტად მოტივირებული იყო ჩვენი ნაკრები, რამაც თურქეთში საკმაოდ დიდი წარმატება განაპირობა.
სტამბულში გამართულ შოტოკანის მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატში 64 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები 110 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
სამაგალითოდ ორგანიზებული ეს ჩემპიონატი ჭეშმარიტად მაღალი რანგის ოსტატთა მონაწილეობამ დაამშვენა.
ჩვენმა ნაკრებმა თავი აქაც ისახელა და საბოლოო ჯამში 11
გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ 12-13-წლიანებში ჭაბუკთა შორის, მეორე ადგილი გვერგო +18-წლიანებში, მესამე ადგილებს დავჯერდით 14-15 წლის გოგონებსა და 16-17 წლის ვაჟებს შორის", - განაცხადა თურქეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
თურქეთიდან დაბრუნებული ნაკრები 11 აპრილს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გაემგზავრა WKF-ის "პრემიერ ლიგაზე" და იმედია, იქიდანაც თავაწეულები დაბრუნდებიან სამშობლოში.
დაბოლოს წარმოგიდგენთ თურქეთის მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებულებს. ესენია: ჰენრი ვეკუა, ირაკლი ტყებუჩავა, გოგიტა არქანია, რუდიკ საგრუნოვი, საბა ცაავა, ალექსი ტყვაცირია, ცოტნე სორდია, სალომე ლაშხია, ვალერიანე სიორდია, ნიკა კოხრეიძე, ლუკა ხვედელიანი.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული
ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"