საქართველოს სახელით ორთაბრძოლებში ჩაერთო 165 სპორტსმენი, რომელთა შორის სამი - ცოტნე სორდია, სალომე ლაშხია, დიმიტრი ცირგაია (მწვრთნელი გერონტი მამფორია) ჩხოროწყუს რაიონიდან იყო.
შეჯიბრება ჩატარდა WSKU-შობუ იპონ და WKF-ის წესებით. მსოფლიოს ამ ჩემპიონატს წინ უძღოდა მრავალი საერთაშორისო, კავკასიის, ევრაზიის, მსოფლიო თასის შეჯიბრებები, რომელთა მრავალგზის გამარჯვებულებიც არიან ზემოხსენებული ჩვენი კარატისტები.
"საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ჩხოროწყუს რეგიონალური კლუბის წევრები საკმაოდ კარგად მომზადებულები იყვნენ ამ
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ინდივიდუალურ კუმიტაში (8-9 წ) დაეუფლა ცოტნე სორდია (25კგ) და 14-15-წლიანებში სალომე ლაშხია (47კგ), დიმიტრი ცირგაია კი III ადგილს დასჯერდა.
სულ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე 11 ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან 2, როგორც აღვნიშნეთ, ჩხოროწყუელთა ანგარიშზეა.
გოგონათა შორის, გუნდურ კუმიტეში სალომე ლაშხიამ ასევე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების წარმატებაში (III საპრიზო ადგილი). რაიონის სპორტსმენები სტამბულში ადგილობრივი განათლების ცენტრისა და სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელშეწყობით გაემგზავრა.
გამარჯვებულ სპორტსმენებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა კულტურის სახლში საზეიმო შეხვედრა მოუწყო. მათ ფულადი პრემიები და სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტმა.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური