უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრება ევროპის კარატეს კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა და მასში ამჯერად 1700 სპორტსმენი ასპარეზობდა.
საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ამ ჩემპიონატში კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დიდი შესაძლებლობები - დაძაბულ ბრძოლებში 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩვენებიდან პირად პირველობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გუგა ივანიშვილი, გიორგი კეჩეხმაძე, კობა ცერცვაძე, ლევან ლომიძე, გელა პავლიაშვილი, გოგიტა როდონაია.
"შედეგებით
მინდა მადლობა ვუთხრა შსს-ს მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ქართველი სპორტსმენების თანადგომისთვის და იმისთვისაც, რომ მათ ჩვენთან ერთად იასპარეზეს და ქართული კარატე სხვა რანგში ასახელეს.
ამავე დროს, ბურსაში ქართული კარატეს წინსვლისთვის შეხვედრები გავმართე მასპინძელი ქალაქის მერთან სპორტსმენების გაცვლაზე, მათი ოსტატობის დონის ასამაღლებლად.
ამ საკითხში თბილისის სპორტის სამსახურთან, ბატონ მამუკა ქაცარავასთან შევთანხმდით და ოფიციალური ხელშეკრულებაც გაფორმდა.
შევხვდი ტანზანიის სპორტის მინისტრსაც, რომელთანაც ასევე თანამშრომლობაზე შევთანხმდით - განაცხადა ბურსადან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"