საქართველოს საერთაშორისო "ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს" ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვიეს

AutoSharing Option
საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრი და საერთაშორისო "ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს" ფედერაცია იტალიაში, ქალაქ ბერგამოში გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვიეს, რომელიც 22-24 ნოემბერს ჩატარდება.

საქართველოში საერთაშორისო "ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს" ფედერაციის წარმომადგენლის, ლევან როგავას (მესამე დანი) თქმით, "გოჯუ-რიუ კარატე" იმ მცირერიცხოვან სპორტულ ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებმაც წარმატება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მოიპოვეს.

"ვცდილობთ, ქვეყანას წარმატება მოვუტანოთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრებით... სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით, ეს ადვილი არ არის, მაგრამ მაინც ვახერხებთ.

ჩვენი ძალების მაქსიმუმს ვდებთ, რომ
მსოფლიო ჩემპიონატიდან საუკეთესო შედეგებით დავბრუნდეთ...

ძალიან დატვირთული დღეები გვაქვს. ბევრს ვმუშაობთ საკუთარ თავზე, ვცდილობთ, შესაძლებლობები ბოლომდე ამოვწუროთ.

საქართველოში იტალიის საელჩოს დახმარებით, ჩვენს რამდენიმე სპორტსმენს საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიიღოს ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში და წარმატება მოუტანონ ჩვენს ნაკრებს საერთაშორისო სარბიელზე. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ",
- აცხადებს ლევან როგავა.

ინსტრუქტორი მადლობას უხდის იტალიის საელჩოსა და პირადად ელჩს, ქალბატონ ფედერიკა ფავის საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრისთვის გაწეული დახმარებისთვის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯვების გზებზე გევლოთ.ღმერთმა დაგლოცოთ.
0
გისურვებთ გამარჯვებებს
0

სიახლეები პოპულარული