აქაც ყინული დაიძრა

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ თითქმის გადაწყვეტილია სუპერმძიმე წონაში ყველაზე სასურველი ბრძოლის გამართვა - ვლადიმერ კლიჩკო დევიდ ჰეის წინააღმდეგ. მეორე დღეს კი კრივის მოყვარულებმა კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს - თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

როგორც ირკვევა, მეივეზერი და პაკიაო მოლაპარაკებების საწყის სტადიაში იმყოფებიან. რაც ყველაზე მთავარია, ამჯერად ბრძოლის ორგანიზების ინიციატივა ამერიკელის მხრიდან მოდის, რაც ადრე არასოდეს მომხდარა.

"ფლოიდი შეხვდა ნელსონ მანდელას ქალიშვილს და მას მამის 93-წლის დაბადების დღისთვის
დიდ საჩუქარზე ჩამოუგდო სიტყვა. ამ შეხვედრაზე  ისინი პაკიაოსთან ბრძოლის შესაძლებლობას განიხილავდნენ. ამ მომენტისთვის ერთად ადგენენ წერილს ფილიპინელის მისამართით, რომ იქნებ  ამ ბრძოლის ორგანიზება მოხერხდეს, რომელსაც მთელი საკრივო სამყარო მოუთმენლად ელოდება", - ამბობს მეივეზერის გუნდის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ბევრი რამ სწორედ იმ წერილზე იქნება დამოკიდებული.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული