გასულ უქმეებზე რამდენიმე საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში, სადაც ნახევრადსაშუალო წონაში IBF-ის ვაკანტური ტიტული თამაშდებოდა. ერთმანეთს ცნობილი ამერიკელი ზაბ ჯუდა (41-6-0, 28KO) და სამხრეთაფრიკელი კაიზერ მაბიუზა (23-7-3, 14KO) ხვებოდნენ.
ფავორიტად ჯუდა მიიჩნეოდა, მაგრამ ამერიკელმა ძალიან ფრთხილად დაიწყო შეხვედრა, მცირე რაოდენობის დარტყმებს ახორციელებდა და ამისთვის კინაღამ დაისაჯა. სტარტზე მაბიუზამ ნოკდაუნში გაგზავნა მეტოქე, მაგრამ ჯუდამ შეძლო ბრძოლის გაგრძელება.
ყველაფერი მეშვიდე რაუნდში გადაწყდა - ერთ-ერთ მომენტში ჯუდა კუთხეში იყო მიმწყვდეული. სწორედ ამ დროს მან
ნიკაპში უძლიერესი აპერკოტი ამოარტყა აფრიკელს, რომელიც ბაგირებზე დაეკიდა და კინაღამ რინგის მიღმა გადავარდა. მაბიუზამ დიდი გაჭირვებით შეძლო წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ბოლომდე გონს ვერ მოვიდა და ძალიან მალე რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა. ამერიკელს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაუთვალეს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ჯუდამ ბოლო სატიტულო ბრძოლის მოგება 2005 წლის მაისში შეძლო.
.