დევიდ ჰეიმ კლიჩკოსთან ბრძოლაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა

AutoSharing Option
ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა. დაპირისპირება გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მიმდინარე წლის 25 ივნისს ან 2 ივლისს შედგება. ხელშეკრულება 4 მარტს გაფორმდა, მაგრამ ამის შესახებ პირველი ცნობები 6 მარტს გაჩნდა.

30 აპრილს კლიჩკო-უმცროსს ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ გასულ შაბათს დაპირისპირება მეორედ გადაიდო. პირველად ეს გასული წლის დეკემბერში მოხდა, როცა კლიჩკომ მუცლის პრესის კუნთების ტრავმა მიიღო. ამჟამად, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინელი ჯერჯერობით არასაკმარისად ჯანმრთელია, რათა ჩისორასთან ბრძოლისთვის მოემზადოს.

ასე, რომ კლიჩკო-ჰეის ბრძოლის მონაწილეები
ერთმანეთთან დაპირისპირებამდე რინგზე არ გამოვლენ. ბრიტანელი მოკრივის თქმით, ყოველთვის იცოდა, რომ მისი დაპირისპირება კლიჩკოსთან აუცილებლად შედგებოდა. ჰეის თქმით, ბრძოლის გარდაუვალი შედეგი უკრაინელის ნოკაუტია.

კლიჩკო-ჰეის დაპირისპირება შესაძლო იყო ჯერ კიდევ 2009 წელს შემდგარიყო. მაშინ ბრიტანელმა კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ზურგის ტრავმის მომიზეზებით რინგზე არ გავიდა. მალე მან ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმა (ვლადიმირის უფროსი ძმა). ეს ბრძოლა არ შედგა, რადგან ჰეიმ ხელშეკრულების პირობები მიუღებლად მიიჩნია.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული