გამოფიტული სუპერმძიმე წონა

AutoSharing Option

ამ ბოლო დროს გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება სუპერმძიმე წონაში. თითქმის გადაწყვეტილია ტიტულების გაერთიანებული ორთაბძოლის ჩატარება უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და ბრიტანელ დევიდ ჰეის შორის, მარტში გაიმართება ვლადიმერის უფროსი ძმის - ვიტალის ჩხუბი დაუმარცხებელ კუბელ პრეტენდენტ ოდლანიერ სოლისთან.

მაგრამ სუპერმძიმეში ყოფილ ჩემპიონს, 62 წლის ამერიკელ ჯორჯ ფორმენს მიაჩნია, რომ ეს წონითი კატეგორია "გამოფიტულია" და ამის გამოა თანამედროვე ბრძოლების მიმართ ნაკლები ინტერესი. ამის შესახებ კრივის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულმა ჩემპიონმა ჟურნალ
"რინგისთვის" მიცემულ მოკლე ინტერვიუში ილაპარაკა.

- რა იტყვით სუპერმძიმე წონაში დღეს შექმნილ სიტუაციაზე?
-
ამ კატეგორიის კარი ფართოდ არის ღია. იქ ბევრი არაფერია სანახავი. საჭიროა ერთი მოკრივე, რომელიც იქ შეაღწევს და ნამდვილ ბრძოლებს გვანახებს. ახლა კი იქ მართლაც არავინაა და ამაში საამაყო არაფერია.
სუპერმძიმე წონითი კატეგორია გამოფიტულია. დღეისთვის მენი პაკიაოა ერთადერთი, ვისი ბრძოლის ნახვაც ღირს. მას ნებისმიერთან შეუძლია შეხვედრა. უბრალოდ მოუწყობ ბრძოლას და ისიც ჩხუბობს. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება მოკრივეს მოთხოვო. ფლოიდ მეივეზერმა, რომელთანაც პაკიაოს უნდოდა ჩხუბის ორგანიზება, სკანდალი წამოიწყო. იმის ნაცვლად, რომ ფილიპინელთან ეჩხუბა, პაკიაო დოპინგის მიღებაში დაადანაშაულა. ჩემთვის სულერთია ვინ რას იყენებს - ქვანახშირს, ნავთს, ბენზინს, დიზელს... შემომთავაზეთ 20 მილიონი და ნებისმიერის წინააღმდეგ გავალ რინგზე. თუნდაც ცეცხლს ყლაპავდეს, მაინც ვიჩხუბებ მასთან.

- როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა მივიჩნიოთ ძმები კლიჩკოების გარდა საუკეთესო მძიმეწონოსნად?
- გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ დღეს არ არსებობენ დიადი სუპერჩემპიონები. კლიჩკო კარგია, ნამდვილი მძიმეწონოსანი. მაგრამ ის უბრალოდ ჯებით მუშაობს, წრეებს ურტყამს მოწინააღმდეგეს, შემდეგ ისევ ჯებს მოარტყამს და ასე დაუსრულებლად...

- საუკეთესო ბრძოლა, რომლის ხილვასაც სუპერმძიმე წონაში ისურვებდით?
- არ არსებობს ასეთი ბრძოლა. ხომ გითხარით, რომ დივიზიონი დაცარიელებულია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული