ავთანდილ ხურციძე, მეტსახელად "ტორნადო", საშუალო წონაში IBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონობისთვის თბილისში იბრძოლებს. ჩემპიონის ქამრისთვის იგი სპორტის სასახლის რინგზე 13 მარტს გავა და პოლონელ მარიუშ სენდროვსკის შეერკინება. ბრძოლის ორგანიზატორები უკრაინული საპრომოუტერო კომპანია Elite Boxing Promotion და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არიან.
13 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში სულ ექვსი ბრძოლა გაიმართება. ქართველი პროფესიონალი მოკრივეები სარეიტინგო შეხვედრებს ჩაატარებენ. ხურციძე-სენდროვსკის დაპირისპირება პროგრამის ბოლოს, 20 საათზე დაიწყება.
ხურციძეს ქართველი გულშემატკივრის წინაშე ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მისი მეტოქე კი საკმაოდ გამოცდილია. სენდროვსკი 33
წლისაა და პროფესიულ რინგზე ხურციძეზე ერთით ნაკლები, 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა და ორიც ფრედ დაასრულა. მანამდე იგი სამოყვარულო კრივში გამოდიოდა და სიდნეის 200 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 63 კილოგრამ წონით კატეგორიის პირველივე წრეში დამარცხდა.
.