მაიკი მტრედებს აწვალებს

AutoSharing Option
ცხოველებთან ჰუმანური მოპყრობის ორგანიზაციის - PETA-ის წევრებმა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის მაიკ ტაისონის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზაციის წევრები ტაისონს მტრედების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტელეარხ Animals Planet-ის ეთერში მოკრივის პროგრამის პრემიერა შედგა.

პირველი გადაცემა 6 მარტს იხილა მაყურებელმა. ყოფილმა მოკრივემ, რომელსაც ბაშვობიდან უყვარეს მტრედები, თავისი უცნაური გატაცების შესახებ მოუყვა მაყურებელს - ეს არის მტრედების რბოლა. PETA კი ასეთი გასართობის წინააღმდეგ გამოდის.

ლას ვეგასში ტაისონის სახლთან აქცია 7 მარტს ჩატარდა და ამის შესახებ ამერიკულ
პრესაში ინფორმაცია მხოლოდ გუშინ გავრცელდა. სპორტსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გააკეთეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული