16:22 16-05-2017
ავთანდილ ხურციძე: სონდერსს ქამარი უნდა წავართვა, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ [VIDEO]
AutoSharing Option
ახლახან ბრძოლისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
"ბრიტანეთში კიდევ ერთი ნოკაუტისთვის მოვდივარ. ტომი ლენგფორდს უკვე ჩამოვართი დაუმარცხებლის სტატუსი და ახლა ბილი ჯოსაც იმავეს ვუზამ და მის ქამარსაც გავაყოლებ შინ.
მოთმინებით ველოდი ჩემს საჩემპიონო შანსს და მას არ გავანიავებ. ბილი ჯოს შარშან არაფრის დიდებით არ სურდა ჩემთან ბრძოლა და მისთვის კარგი იქნებოდა, წლეულსაც არ შემხვედროდა. მე, მისგან განსხვავებით, ბრძოლა მიყვარს".
შეგახსენებთ, რომ ბილი ჯო სონდერსი 24 ბრძოლიდან 24 გამარჯვებით იწონებს თავს. აქედან მან 12 ნოკაუტით მოიგო. ხურციძემ 33 ორთაბრძოლა მოიგო (22 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.
სპეციალისტები კლასიკური გაგებით მოკრივისა და მოჩხუბრის ორთაბრძოლას ელიან, ოსტატობას ძალის წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მიდი ავთო დაუბრაგუნე მაგას ქუთაისურად ყბაში! ))
0
0
მიდი ავთო შენი იმედი გვაქვს
0
0
მიხვდა რო შოუ არ გამოუვიდოდა და ურთიერთობას ათბობს ტაქტიკურად , ტორნადო მიდი ემოციებს არ წამოეგო ჩაუმთხლიე ეგ თირკმელები...
0
0
დღეს საქართველოს მხოლოდ გამარჯვებები გადაარჩენს....მხოლოდ გამარჯვებას გისურვებ
0
0
წარმატებები ავთო. შენს გვერდით ვართ.
0
0
აბა შენ იცი ტორნადო გამარჯვებას გისურვებ.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული