ჯო სონდერსი: ჩემი შვიდი წლის შვილი უკეთესი მოკრივეა, ვიდრე ხურციძე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივლისს ლონდონი Copper Box Arena WBO-ს ვერსიით საჩემპიონო კრივს უმასპინძლებს - საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ბილი ჯო სონდერსი ტიტულის დაცვას ქართველ ავთანდილ ხურციძესთან ბრძოლაში შეეცდება.

ავთანდილ ხურციძე: სონდერსს ქამარი უნდა წავართვა, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ [VIDEO]

აი, რა თქვა პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ჩემპიონმა სონდერსმა: "კუნთები რომ მოვაცილოთ, ხურციძე ნახევრად მსუბუქი წონის გამოვა. ყველა კარგად ვიცნობთ ამ ამერიკელ მწვრთნელებს, კუნთებით "გამოტენეს".

ვფიქრობ, საკუთარ ჩრდილთან ერთად სირბილი მოუწევს და ჩემს ჯებთან ხშირი "გასაუბრება". მერე კი იმას გავაკეთებ, რაც საჭიროა.

37 წლისაა,
ხურციძეს თუ ვერ მოვუგე, გოლოვკინთან და "კანელოსთან" რაღა მესაქმები. მალე 40-ის ხდება და არც საუკეთესო მოკრივეა. ჩემი 7 წლის ბიჭი უკეთესი მოკრივია. ამას სერიოზულად ვამბობ", - განაცხადა ბრიტანელმა.

სულ სხვა აზრისაა სონდერსის პრომოუთერი ფრენკ უორენი: "ხურციძემ ლენგფორდთან დაგვანახვა, რომ მას ამ წონაში ყველასთან შეუძლია ბრძოლა. ის წინ ხარივით მიდის და სასიკვდილო ძალა აქვს ორივე ხელში.

მაგრამ მჯერა, რომ ისეთი ჭკვიანი მოკრივე, როგორიც ბილია, კუთხეში არ მოაქცევინებს თავს ხურციძეს და გვაჩვენებს რაღაც განსაკუთრებულს, რომ დაამარცხოს მეტოქე. დაინტრიგებული ვარ ამ ბრძოლით".

შეგახსენებთ, რომ ბილი ჯო სონდერსი 24 ბრძოლიდან 24 გამარჯვებით იწონებს თავს. აქედან მან 12 ნოკაუტით მოიგო. ხურციძემ 33 ორთაბრძოლა მოიგო (22 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ჩაქუჩა გაანადგურე რტყმაში.
qarTveli
19:44 16-05-2017
0
ტიტკმის 30 ცელია სსრკ დან გამოვედით და მაინჩრუსებს გვიდსახიან...სონდერსმა კარგად გაიხუმრა
Vova
19:27 16-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული