ავთანდილ ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ

AutoSharing Option
შეერთებულ შტატებში დაკავებული პროფესიონალი მოკრივის ავთანდილ ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. დაკავებულის დედის მაყვალა ხურციძის თქმით, ამ დრომდე ოჯახს არავინ დაკავშირებია.

"ვინც არ უნდა იკითხოს, ან სადაც არ უნდა იკითხოს, არავინ არ იტყვის ავთანდილზე ცუდს. შეცდომას აქვს ადგილი. უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, როგორმე დაეხმარონ. არასოდეს არ დამხარებია არავინ არაფერში. ახლა მაინც დაეხმარონ და გამოუშვან ციხიდან", - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩართული დარწმუნებული ვარ იქნება საელჩოც და საგარეოც მაგრამ რითი უნდა დაეხმარო? ციხიდან გამოიყვანონ რას ნიშნავს, სკოფილდი შეუშვან?
fraternity
12 ივნისი 2017 10:01
0
ღOგორ გული მეტკინა Mაკვალა. შHენტან ერტად ვტირი Mეც. Iმედს ვიტოვებ რომ Dაამტკიცებს ტავის უდანასჰაულობას ჩHვენი ბიჩI. Uპალი იკოს მისი Mფარველი. თKვენ ცხოვრებასჰი არავის Iმედიტ არ Gიცხოვრიატ არასდროს. Aმხელა წარმატებას ტავისი თAვდაუზოგავი სჰრომიტ მიაგწია Dა ნუ Gესჰინია, იმასაც სჰეზლებს თAვის სიმარტლე დაამტკიცოს.
Mე მაინც ვფიკრობ რომ Vიგაცას ხელს აწკობდა Aვტოს დაბლოკვა და Mოახერხა.....
Ketino.
11 ივნისი 2017 22:38
0
normakuri qvekana am dros aqtiurad chaertveboda saxelivani sporcmenis moulodneli dakavebis saqmeshi da kvelafers ecdeboda misi gulistvis saqartvelos gulistvis...daxmareba schirdeba am Kass rasac ver shedzlebs chveukebrivi moqalaqeebi aq qvekana unda chaertos
nino
11 ივნისი 2017 04:11
0
ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი. იმედია კარგი ადვოკატი ეყოლება აყვანილი ორივე სპორტსმენს და მათ უდანაშაულობას დაამტკიცებს სასამართლოში. თუ, რა თქმა უნდა უდანაშაულო არის ორივე. ადვოკატის მოვალეობაში ოჯახთან დაკავშირება და საქმის გაცნობაც შედის. იმედია ადვოკატი დაუკავშირდება მშობლებს დროულად და აუხსნის საქმის მდგომარეობას. ქალბატონ მაყვალას კი ვუსურვებ გამძლეობას. იმედია ავთანდილი უდანაშაულოა და მალე გაათავისუფლებენ.
ლუკა
10 ივნისი 2017 17:20
0
მესმის, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად ვერანაირი ხელისუფლება ვერაფრით დაეხმარება : (
korkota
10 ივნისი 2017 12:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული