"ხურციძის საქმეში არის ვიდეო, რის გამოც მოსამართლემ თავდებით მის გაშვებაზე უარი თქვა"

AutoSharing Option
აშშ-ში დაკავებული პროფესიონალი მოკრივის ავთანდილ ხურციძის საქმეზე ახალ დეტალებს ამერიკული მედია აქვეყნებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხურციძეს, რომელიც კრიმინალური სინდიკატის წევრებთან ერთად დააკავეს, სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

- ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

როგორც ამერიკული მედია წერს, ხურციძის საქმეში არის ვიდეომასალა, სადაც ქართველი მოკრივე სამართალდამცველთა ინფორმატორს სცემს. პროკურორის განცხადებით, ხურციძე ქართულ–რუსული კრიმინალური დაჯგუფება "შულაიას" და მისი ლიდერის, "კანონიერი ქურდის" რაჟდენ შულაიას "მუშტი" იყო ბრუკლინში.

"WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში დროებითი მსოფლიოს ჩემპიონის ავთანდილ ხურციძის საქმე სულ უფრო სერიოზული
ხდება. ის ხუთშაბათს დააკავეს, როდესაც ფედერალურმა პროკურატურამ 30-ზე მეტი წევრისგან შემდგარ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გამოსულ დამნაშავეთა ჯგუფს ბრალი წაუყენა არალეგალური პოკერ–კლუბების შექმნაში, გამოძალვაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა დანაშაულში", - წერს boxingscene.com.

- ავთანდილ ხურციძე: მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა

დაცვის მხარე 200 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ, ხურციძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"როგორც მოსამართლე კეტრინ ფორესტმა განაცხადა, ხურციძის საქმეში არსებული მამხილებელი ვიდეომასალა არწმუნებს მას, რომ ქართველი მოკრივე საზოგადოებისთვის საშიშია და დაცვის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. თავის მხრივ, დაცვის მხარემ ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდა", - წერს boxingscene.com.

ხურციძეს, რომელსაც აქვს ფსევდონიმი "კიკბოქსიორი", 8 ივლისს ლონდონში, WBO-ს საჩემპიონო ქამრისთვის ბილი ჯო სონდერსთან უნდა ებრძოლა, მაგრამ მატჩი გადაიდო.

ნიუ-იორკში დაკავებულთა შორის ხურციძესთან ერთად, შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი ლევან მაყაშვილიც აღმოჩნდა.

 

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მოუწყვეს?
ჯონდო
11 ივნისი 2017 19:03
0
არავინ არაფერი არ მოუწყო, თვითონ მოუწყო თავის თავს. ქურდობა და მათი ამფსონობა რომ მაგარი კაცობა ჰგონია კიდევ ბევრს ეგ არის პრობლემა. მსოფლიო ჩემპიონობას რომ არამზადობას არჩევს ადამიანი იმას რა უნდა მოსთხოვო? მსოფლიო დონის მოკრივე ხელს რომ უვარჯიშებელ ჩვეულებრივ ადამიანს დაარტყამს მარტო მაგისთვი არის დასასჯელი როგორც იარაღის ხმარებისთვის. ქართველებს რომ ემიგრაციაში გამოსძალავ, სცემ და დაჩაგრავ მაგისთვის კიდევ გასამართლებაც არ არის საკმარისი.
n.
11 ივნისი 2017 18:14
0
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ.ისევ ქართველების მიერ გამოყენებული და გაწირული ქართველები. ხურციძეც და მაყაშვილიც საწყალი ხალხია.
vep1963
11 ივნისი 2017 17:40
0
ქართველ სპორტსმენებს ძველბიჭობა და სპორტი ერთმანეთში მაგრა ეშლებათ. იმიტომაც გვაქვს სუპერ შედეგები...
MARADONA
11 ივნისი 2017 16:36
0
ხურციძეს მოუწყვეს! აქ რაღაც სხვა მიზეზია!
geno
11 ივნისი 2017 11:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული