ანდრე უორდმა რევანშიც მოიგო

AutoSharing Option
ამერიკელმა მოკრივემ ანდრე უორდმა შეძლო ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების დაცვა, როცა გუშინ, ლას ვეგასში გამართულ მატჩ-რევანშში მერვე რაუნდში ტექნიკურ ნოკაუტით დაამარცხა რუსი სერგეი კოვალიოვი.

ბრძოლის პირველი ნახევარი თითქმის თანაბარი და ძალიან დაძაბული იყო. უორდი უფრო მეტად თავს იცავდა, მაგრამ ყოველი რაუნდის შემდეგ, დამაჯერებლობა ემატებოდა და კოვალიოვს სულ უფრო მეტად უჭირდა მეტოქისთვის ხეირიანად დარტყმა. თანდათან, შეხვედრა ახლო დისტანციაზე გადავიდა, რომელშიც უფრო უკეთ უორდი გამოიყურებოდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე და მერვე რაუნდი, რომლებშიც უორდი მეტოქეზე გაცილებით ძლიერი იყო. მერვე
სამწუთეულში ანდრემ შესანიშნავი მარჯვენა ჰუკი შესრულა, რის შემდეგაც, კოვალიოვი ნახევრად გათიშული იყო. ამერიკელმა გააგრძელა დარტყმების სერია, მეტოქე ბაგირებთან მიიმწყვდია და აიძულა რეფერი - ბრძოლა შეეწყვიტა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელმა რამდენიმე მართლაც ძლიერი დარტყმა შეასრულა, მაგრამ, ამასთან, ერთი ორჯერ მუცლის ქვემოთაც მოარტყა, რის გამოც, რუსული მხარი ბრძოლის საბოლოო შედეგის გაპროტესტებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული