ევროპის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი: უმედლოდ, მაგრამ ორი ლიცენზიით

AutoSharing Option
ხარკოვში გრძელდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ჩვენებისთვის ეს შეჯიბრება გუშინ, 21 ივნისს დასრულდა. რვა სპორტსმენიდან მხოლოდ ორმა მოიპოვა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება, საიდანაც მედლამდე ხელის გაწვდენაღა იყო დარჩენილი, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი გუშინ პავლო იშჩენკოსთან (ისრაელი) დამარცხდა, ხოლო 81 კილოში იაგო კიზირიამ იტალიელ ვალენტინო მანფრედინიასთან წააგო.

მიუხედავად ამისა, ორივე მოკრივემ მეოთხედფინალში გასვლით 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ ლიცენზია მოიპოვა. ამ შეჯიბრებას კი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გერმანიის ქალაქი ჰამბურგი უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 9 /
კიზირია მგელია
გელა
13 ივლისი 2017 14:31
0
ჩვენმა მოკრივეებმა აშკარად დაჯაბნეს თავიანთი მეტოქეები, მაგრამ მსაჯებმა დაგვჯაბნეს! ეს იყო ჩვენი ქვეყნის სრული უპატივცემულობა და ის რომ კრივის სამყაროში ავტორიტეტი არ გვაქვს. ამ ბრძოლის ვიდეობი გამქრალია. იუთუბზე ყველა დღის ვიდეოები დევს გარდა 21 ივნისისა.
გრიშა
23 ივნისი 2017 12:54
0
იქნებ დაწეროთ დაწვრილებით სად და როგორ შევიდე?ინგლისური სამწუხაროდ არ ვიცი მაგრამ ვიცი რუსული, საიტების სახელებიც არ ვიცი.წინასწარ გმადლობთ.
სოსო
23 ივნისი 2017 11:21
0
ეე სად არიან ძველი მოკრივეები... ძმები ხდრიანები,ძმები კაზანჯიანები,კახა ბარავი,თამაზ ცკრიალაშვილი,ბურდიანცი არმენა,ამათგან ოქროც ბევრი გვექნებოდა,და ვერცხლის მედლები.ეხლანდელი მოკრივეები კი ამათთან შედარებით 0 არიან
Shromiti rezervebi
22 ივნისი 2017 17:09
0
ქართველი სპორცმენების გულშემატკივრებს. შეგიძლიათ ბოქსის საერთაშორისო საიტებზე და უყუროთ გუშინდელ საღამოს ბრძოლებს განსაკუთრებით ოთარ ეროსიანი პავლო იშენკო. ა რინგი მესამე ბრძოლა, მონაცემები ეროსიანი 37 დარტყმა 11 წინააღმდეგ გატარება 9--0 წინააღმდეგ. გამარჯვებული პავლო იშენკო)) დაცინვაა.
lelo
22 ივნისი 2017 14:06
0
მეც ვუყურებდი ვეთანხმები გურამის ზოგიერთები მსაჯებმა აშკარად დაჯაბნეს.
temo
22 ივნისი 2017 13:01
0
და საერთოდ მგონია რომ კრივს ძალიან მწირი დოზით ვაშუქებთ... და კიდევ შესბამისი ხელშეწობის შმთხვევაში ვერ დავიჯერებ რომ გაცილებით კარგი შედეგები არ გვექნება. მეტი თანადგომა კრივს, ბრძოლა და ღონე გენში გვაქვს!
Irakli apkhaidze
22 ივნისი 2017 13:00
0
რატომ არ აქვეყნებთ რამე ცუდი ამოიკითხეთ თუ?
გურამი
22 ივნისი 2017 12:44
0
ჩვენი ბიჭების გამოსვლა ვნახე და თამამათ შემიძლია ვთქვა რომ დიდი უპირატესობით მოუგეს თავიანთ მოწინააღმდეგეებს!!!!!!! მაგრამ მსაჯებმ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს!!!!! ამით ერთ რამეს მივხვდი ჩვენი ქვეყანა ყველას ცალ ფეხზე კიდია!!! რაღაცა უნდა მოიმოქმედოს სპორტის სამინისტრომ ან ოლიმპიურმა კომიტეტმა რო მეორეთ ეგეთი რამე აღარ გამეორდეს!!!ვიმეორებ ბიჭებმა დიდი უპირატესობით მოიგეს!!!
გურამი
22 ივნისი 2017 12:16
0

სიახლეები პოპულარული