"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ.
არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით.
100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.