"ციხეში მოდიან ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო?"

AutoSharing Option
8 ივლისს მსოფლიო ჩემპიონის დროებითი ქამარი უნდა დაეცვა, მაგრამ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლის ნაცვლად ამ თარიღს აშშ-ის ფედერალური საპატიმროს საკანში შეხვდა.

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ივნისის დასაწყისში JFK-ის აეროპორტში დააკავეს და რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობას ედავებიან.

"ჩაქუჩა" დარწმუნებულია, რომ მალე გაამართლებენ და სანდერსსაც აუცილებლად დაამარცხებს.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ფედერალურ ციხეში მყოფ ქართველ მსოფლიო ჩემპიონთან, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

- მოსამართლემ გამოაცხადა, რომ აშშ-ში, ფაქტობრივად, არავინ მყავს და არის საშიშროება, ჩემი კავშირების მქონე კაცმა ადვილად
მოახერხოს ქვეყნიდან წასვლა. ამიტომ 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ...

- წაგიყენეს?
- 38 დღეა გასული (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ივლისს - ავტ.), მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?!

- დღეში ორი საათი სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიცი, აქედან გასვლის შემდეგ ბევრი მოინდომებს ჩემთან ბრძოლას! თუ საჭირო გახდა, მწვრთნელსაც შემოვიყვან, რადგან კონტრაქტიც მაქვს და მენეჯერებიც მყავს.

- პატიმრები გიცნობენ? იციან შენი ჩემპიონობის ამბავი?
- მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო? ზედამხედველებიც და პატიმრებიც დიდ პატივს მცემენ. ერთად ვვარჯიშობთ... მოკლედ, ყველაფერი გიამბეთ, ამერიკის ციხიდან ჩაგაბარეთ აღსარება.

ინტერვიუს ვრცელი ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავტორი: რატი შელეგია
მკითხველის კომენტარები / 34 /
"მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო?" - დაუყენებია უკვე "პალაჟენია" ამ კაცს, ყოჩაღ :)
:)
21 ივლისი 2017 11:07
3
მოუწოდებს კინორეჟისორებმა დროა ფილმი გადაიღონო.ადრე გაგონილი მაქ თვითონ აფინანსებდა ვიღაცას კინო რომ გადაეღოთ მაგაზე მარა მერე რა ბედი ეწვია იმ ფილს აღარ მსმენია.
სიმართლეს
12 ივლისი 2017 12:49
0
ნეტა ბოიკას პონტში არ გადაიღებენ კინოოს? ეკუთვნის ამ კაცს ერთი კინო, მარა იმას მაფია არ ევასებოდა ერთი ეგ სხვაობაა.
სიმართლე
12 ივლისი 2017 11:48
0
ერმალოს ვთხოვოთ და გადაიღებს
ხოსე მუხიკა
28 მარტი 2018 11:23
0
Brali sheidzleba saertod ver doumtkicon magi iseti qudbediania bevrjer sherchenia bevri ram magram es imas ar nishnavs rom xurcidze udanashauloa.aba erti tavi im xalxis adgilze daayene visac rajdenas gulistvis ulawunebda
Datos
12 ივლისი 2017 09:53
1
თქვენს გასაგონად,არაქართველობაში რომ დებთ ბრალს ადამიანს.ალბათ ხურციძის ნათესავი ხარ..გასაგებია გტკივა.მათაც ტკიოდათ ვისაც ხურციძე ურტყამდა.აქ გამოსვლას და წიკვინს ჯობია ილოცო ღმერთმა მონანიება მისცეს უდანაშაულო ხალხის გამწატებისთვის
ავი თანდილი
12 ივლისი 2017 09:46
1
უკაცრავად მაგრამ თქვენ სიზმარი ხომ არ გინახავს ცუდი?
შოდა
04 აპრილი 2018 16:16
0
მოღალატე ვინც არის კარგად გამოჩნდა, სპორტსმენი რო საქმეს დაიჭერს ქურდთან და ნაძირალასთან ........ ყველამ ყველაფერი კარგად იცის ბრუკლინში, ჰაერზე არ ვლაპარაკობ
kvelas gasagonad
11 ივლისი 2017 20:08
2
შენში ადამიანი არ არის????? რეებს წერ???მოღალატე ქართველო!
yvelas gasagonad-s
11 ივლისი 2017 18:34
1
ძალიან ამბიციურია... ცოტა დაესჰვი
ani
11 ივლისი 2017 16:28
1
ჩვეულებრივი კრიმინალია, ამას ვწერ ნიუ იორკიდან, ვინც წილს არ იხდიდა რაჯდენასთან ეს უსწორდებოდა ფიზიკურად, არ მინდა ეხლა საჯაროდ იმ ხალხის სახელების დასახელება, თავი მამა აბრამის ბატკნად რომ მოაქვს. მოკლედ მორჩით უდანაშაულობაზე ლაპარაკს, ყველამ ყველაფერი კარგად იცის რაც ხდებოდა აქ
yvelas gasagonad
11 ივლისი 2017 14:55
1
პატიოსანი და ალალი ბიჭია.
ცოტა ძველ დროშია ჩარჩენილი მაგრამ ნელ ნელა გამოვა ალბათ.
ქართველი
11 ივლისი 2017 11:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული