"ციხეში მოდიან ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო?"

AutoSharing Option
8 ივლისს მსოფლიო ჩემპიონის დროებითი ქამარი უნდა დაეცვა, მაგრამ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლის ნაცვლად ამ თარიღს აშშ-ის ფედერალური საპატიმროს საკანში შეხვდა.

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ივნისის დასაწყისში JFK-ის აეროპორტში დააკავეს და რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობას ედავებიან.

"ჩაქუჩა" დარწმუნებულია, რომ მალე გაამართლებენ და სანდერსსაც აუცილებლად დაამარცხებს.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ფედერალურ ციხეში მყოფ ქართველ მსოფლიო ჩემპიონთან, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

- მოსამართლემ გამოაცხადა, რომ აშშ-ში, ფაქტობრივად, არავინ მყავს და არის საშიშროება, ჩემი კავშირების მქონე კაცმა ადვილად
მოახერხოს ქვეყნიდან წასვლა. ამიტომ 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ...

- წაგიყენეს?
- 38 დღეა გასული (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ივლისს - ავტ.), მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?!

- დღეში ორი საათი სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიცი, აქედან გასვლის შემდეგ ბევრი მოინდომებს ჩემთან ბრძოლას! თუ საჭირო გახდა, მწვრთნელსაც შემოვიყვან, რადგან კონტრაქტიც მაქვს და მენეჯერებიც მყავს.

- პატიმრები გიცნობენ? იციან შენი ჩემპიონობის ამბავი?
- მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო? ზედამხედველებიც და პატიმრებიც დიდ პატივს მცემენ. ერთად ვვარჯიშობთ... მოკლედ, ყველაფერი გიამბეთ, ამერიკის ციხიდან ჩაგაბარეთ აღსარება.

ინტერვიუს ვრცელი ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავტორი: რატი შელეგია
მკითხველის კომენტარები / 34 /
გაუჩალიჩეს ადამიანს, იმხელა მაფიაა მაქ და იმხელა ფული ტრიალებს მანდ ვინ გაგაჩერებს უპრობლემოდ....
afxazi
10 ივლისი 2017 23:15
0
არცერთი მთავრობა არ დახმარებია .ამერიკელენმა კიდე მთლად ციხეში ამოაყოფიენ თავი.მე მგონი საერთოდ პლანეტა არ ვარგა .
ავაზა
10 ივლისი 2017 20:03
1
როგორ ეტყობა პიარი რომ უყვარს,საერთოდ არ უნდა მიეცა ინტერვიუ,უკეთესი იყო.ის არ ჯობია ყველას რომ გონია გასტროგესო და უცებ გარეთ რომ იქნება?მაგრამ უყვარს ამ კაცს ჟურნალისტები დახვედრები პიარი და ასეთები.
აკა
10 ივლისი 2017 18:09
0
რა მაგარი ფოტოა. სად არის გადაღებული?ამ ინტერვოუს ჩაწერის დროს??(((
ალბერტი
10 ივლისი 2017 18:00
0
ჯერ ბრალი არ დამტკიცებია და ეს კლავიატურის ვირთხები რა დღეში არიან ნახე,მართლა რომ დაუმტკიცდეს დანაშაული უნდა ვამხნევებდეთ მაინც და ეს რა უბედურებაა..
დათო
10 ივლისი 2017 17:45
1
რეეები გადაიტანა მაგრამ არ ტყდება სულიერად, ეგრე მხოლოდ ნამდვილი კაცები იქცევიან, ვამაყობ ამ ბიჭით.
დათო
10 ივლისი 2017 17:42
1
ქართველების მთავარი მტერი დღეს, უწიგნურობა და გაუნათლებლობაა. შორს წასვლა არ მოგიწევთ ამის გასაგებად. წაიკითხეთ ე.წ. ემიგრანტის კომენტარი და ამში ეგრევე დარწმუნდებით.
ნატალი
10 ივლისი 2017 17:05
0
ემიგრანტი-ს. რატო "ძემოკრატიაა" და "დემოკრატია"? ძემოკრატია ქუთაისურად არის ალბათ ხომ!!! გიხსნი. დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს - δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა. ასეა კი!!! წიფის ტუნელს აქეთ არ უნდა გამოგატაროთ ადამიანმა,თქვე მართლა ძემოკრატისტებო. ქურდი ხომ არ გინდა გამოხვიდე, ჩემი დედაია.....
ლადო
10 ივლისი 2017 17:02
0
ეს ექსკლუზიურ ინტერვიუს არ გავს.ეს არის ახლობელთან, ტიპიური ნაბაზრი ციხიდან ტელეფონით და მერე ....სასაცილოა რა ეს ყველაფერი
კახა ქირია
10 ივლისი 2017 16:56
0
ემიგრანტს..!!! მილიონერი ადვოკატები კი არ წყვიტავენ მსჯავრდებული დამნაშავეა თუ არა,მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები . ეგეც ვერ გაგირკვევია:-) ხოდა როგორი პრადვინუტი გრუზინიც ბრძანდებით ისეთივე სასაცილო კომენტარებს დეფთ ....
სიმართლე
10 ივლისი 2017 16:30
0

სიახლეები პოპულარული