კლიჩკო-ჰეის ბრძოლის თარიღი დადგინდა

AutoSharing Option
უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივის ვლადიმირ კლიჩკოს ბრძოლა ბრიტანელ დევიდ ჰეისთან 2011 წლის 2 ივლის ჰამბურგში სტადიონ "იმტეხ არენაზე" გაიმართება, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს. ასევე გაირკვა ვიტალი კლიჩკოს პოლონელ ტომაშ ადამეკთან ბრძოლის ადგილი. კლიჩკო ადამეკს 10 სექტემბერს ვროცლავში შეხვდება.

კლიჩკო-უმცროსის ჰეისთან დაპირისპირებაში სასწორზე WBO-ს (კრივის მსოფლიოო ორგანიზაცია) და IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედრაციის) ვერსიებით ჩემპიონთა ტიტულები იქნება, რომელიც უკრაინელს ეკუთვნის და ასევე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული WBA-ს (მსოფლიო საკრივო ასოციაცია) ვერსიით, რომელსაც ბრიტანელი ფლობს.

კლიჩკო-უფროსი ადამეკთან ბრძოლაში WBC-ის (მსოფლიო საკრივო საბჭო) ვერსიით მსოფლიოს
ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. უკრაინელი და პოლონელი მოკრივის დაპირისპირება ახალ სტადიონზე გაიმართება, რომელსაც ვროცლავში ივნისისთვის ააშენებენ. ამ არენაზე, რომელიც 42 ათას მაყურებელს დაიტევს, ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის ჩატარებაც იგეგმება.


მომზადებულია Boxingscene-ის მიხედვით







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული