ჰეის ალის მწვრთნელი დაარიგებს

AutoSharing Option
კრივის ცნობილი სპეციალისტი ანჯელო დანდი მაიამიში ჩავიდა, სადაც საწვრთნელ შეკრებას გადის სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონი დევიდ ჰეი. ბრიტანელ მოკრივეს მიაჩნია, რომ ანჯელო საჭირო რჩევებს მისცემს ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლის წინ, რომელიც ჰამბურგში 2 ივლისს გაიმართება.

"გუშინ მესტუმრა ვარჯიშზე და ძალიან შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ის თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომაც ანჯელოს დახმარების დიდი იმედი მაქვს.

დანდიმ უკვე მომცა რამდენიმე რჩევა მომავალი ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით. კლიჩკოს წინააღმდეგ ტაქტიკური სქემა უკვე შემუშავებული მქონდა, მაგრამ ანჯელო ამ გეგმას უფრო ოპტიმალურს გახდის", - ამბობს ბრიტანელი ჩოგბურთელი.
აღსანიშნავია,
რომ ანჯელო დანდი თავის დროზე ლეგენდარული მუჰამედ ალის მწვრთნელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული