ამას წინათ კი ახალკაცმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და კრივის საერთაშორისო ფედერაციის (AIBA) ტექნიკური დელეგატი გახდა. მსოფლიოს მასშტაბით AIBA-ს ამ წოდების სულ რამდენიმე ადამიანია. სასიამოვნოა, რომ მათ შორის ერთი ჩვენებურიცაა. 8-15 მაისს მოკრივეთა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ვლადიმერ ახალკაცი დელეგატად არის მიწვეული.
ჩვენთან საუბარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართულ კრივს სახელმწიფოსგან ასეთი თანადგომა არასდროს ჰქონია. ეს კი გვავალდებულებს, რომ ტყავის