ვცდილობ, ტაისონთან არ ვიხუმრო

AutoSharing Option

ევანდერ ჰოლიფილდმა პროფესიული კარიერა 1984 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო. იმ თამაშებზე ამერიკელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეიძლება ჩემპიონიც გამხდარიყო, მაგრამ ნახევარფინალში ზელანდიელ კევინ ბერისთან დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ გონგის შემდეგ დაარტყა მეტოქეს. საბოლოოდ, ნაცემი ბერი ფინალში გავიდა, ევანდერს კი ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.

საერთოდ მსაჯები ჰოლიფილდისთვის მტკივნეული თემაა. იშვიათად მოინახება ასეთი დონის მოკრივე, რომელიც ამდენჯერ დაუჩაგრავთ რინგზე არბიტრებს. ბოლო უსამართლობა თავს 2008 წლის 20 დეკემბერს გადახდა, როცა ამერიკელის მეტოქე ნიკოლაი ვალუევი იყო. ყველაზე რეალურად რინგზე მომხდარი მოვლენები მექსიკელმა მსაჯმა

გილერმო პერეს პინედამ შეაფასა, რომელმაც ფრე დააფიქსირა - 114:114. მისმა ორმა კოლეგამ კი ნამუსზე ხელი აიღო და გამარჯვება რუსს მიანიჭა. ჰოლიფილდს სანუგეშოდ ის დარჩა, რომ ჰონორარის სახით 500 ათასი ევრო მიიღო. ეს არ არის 35 მილიონი, რომელიც მან ტაისონთან ჩხუბისთვის გამოიმუშავა, მაგრამ დღევანდელი ჰონორარები ჰოლიფილდს 11 შვილის გამოსაკვებად ჰყოფნის.

- შეგიძლიათ დაუფიქრებლად თქვათ, რამდენი საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარეთ კარიერაში?
- უცებ გახსენება მიჭირს. არც დამითვლია არასოდეს. ჩემი საქმე - რინგზე გასვლა და გამარჯვების მიღწევაა და არა სტატისტიკის შეგროვება. მთელი კარიერის განმავლობაში დაახლოებით 48 ბრძოლა (სინამდვილეში - 55) ჩავატარე და 1986 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა საჩემპიონო შეხვედრა იყო. მახსოვს, ექვსჯერ ვიბრძოლე ტიტულისთვის მძიმე წონაში, სუპერმძიმეში კი ოცჯერ (უფრო ზუსტად - 19-ჯერ). ასევე ვიცი, რომ ხუთჯერ ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი.

- მაგრამ მუდმივი არაფერია. 19 ოქტომბერს 48 წლის ხდებით. ხომ არ მოვიდა რინგიდან წასვლის დრო?
- ასაკი აქ არანაირ როლს არ თამაშობს. ჩემი მიზანია - გავხდე მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ყურადღებას არ მივაქცევ ასაკს. გავაგრძელებ ვარჯიშს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. წავალ, როცა მიზანს მივაღწევ. არ ვიცი ამას რამდენი დრო დასჭირდება - ერთი წელი, ორი ან მეტი.

- რა არის საჭირო ამ ასაკში ფორმის შესანარჩუნებლად? სპორტდარბაზის რეგულარული სტუმრობა და კვების სწორი რაციონის შემუშავება?
- მუდმივად თვალი უნდა ადევნოთ საკუთარ თავს. ჯობია ეს ყველაფერი იქამდე გააკეთოთ, სანამ 45 წელი შეგისრულდებათ. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რისთვის აკეთებს ამას. მე ფორმას მუდმივად ვინარჩუნებ. ვაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ ეფექტური წერტილი დავსვა ჩემს კარიერაში. ჯერ კიდევ დამრჩა არარეალიზებული ამბიციები.

სრულად 30 ივლისის "ლელოში"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული