შესაბამისად, საფრთხის ქვეშ დადგა ივლისში საშუალო წონაში საჩემპიონო ბრძოლის ჩატარება. მასში ერთმანეთს უნდა შეხვედროდენ WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი მიგელ კოტო და მარგარიტო. პაკიაოსთან ბრძოლაში მექსიკელმა სახის ძვლის მოტეხილობა მიიღო, მაგრამ უფრო სავალალო აღმოჩნდა თვალის დაზიანება. სწორედ ამ ტრავმის გამო ურჩევენ ექიმები ანტონიოს კარიერის დასრულებას.
თუ ივნისში მარგარიტოსთან ჩხუბი ჩაიშალა, კოტოსთვის ახალ მეტოქედ, სავარაუდოდ, ხულიო სეზარ ჩავესს გამოაცხადებს. თავის მხრივ, ჩავესს 4 ივნისს