პაკიაო-მარკესი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფილიპინელი მენი პაკიაოს მორიგი მეტოქე მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი იქნება. მხარეებმა უკვე მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას და უახლოეს ორშაბათს მარკესი კონტრაქტს მოაწერს ხელს. ბრძოლა ლას ვეგასში MGM Grand-ზე 12 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება ამ მოკრივეთა რიგით მესამე დაპირსპირება. პირველი ფრედ დასრულდა, მეორეში კი ქულებით პაკიაომ გაიმარჯვა.

"ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი დაემთხვა, - ამბობს ფილიპინელი მოკრივის პრომოუტერი ბოლ არუმი. - ჯერ ყველაფერი შეთანხმებული არ არის, ამიტომაც მოლაპარაკებების დეტალებზე კონკრეტული საუბარი არ შემიძლია".
ჟურნალისტებმა მაინც შეიტყვეს, რომ პაკიაოსა და
მარკესის ბრძოლა საშუალედო წონაში (65,3 კგ) გაიმართება. 2009 წელს ფლოიდ მეივეზერთან შეხვედრისას მარკესი 64.4 კილოგრამს იწონიდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პაკიაოსთან ჩხუბისთვის მარკესს გარანტირებული ჰონორარი - 5 მილიონი დოლარი ერგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული