დე ლა ჰოიამ გულშემატკივრებს "ტვიტერის" ვებგვერდის მეშვეობით ორ ენაზე მიმართა - ინგლისურად და ესპანურად. მან დაწერა, რომ მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და ფანებს ბოლომდე გამოჯანმრთელებას დაპირდა. მოკრივის სიტყვებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის გაიზარდა, როგორც პიროვნება, გამოჯანმრთელების შემდეგ კი კიდევ უფრო ძლიერი
პირველი ცნობა "ოქროს ბიჭის" (დე ლა ჰოიას მეტსახელი) სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრაზე გასული კვირის ბოლოს გავრცელდა. ინტერენეტგვერდ Fightnews.com-ის ცნობით, მოკრივე მალიბუს (კალიფორნიის შტატი) ცენტრში იმყოფება. თვეში მისი მკურნალობის ფასი 77 ათას დოლარს აღწევს.
38 წლის დე ლა ჰოია ექვს წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი. მთელი კარიერის განმავლობაში მან 45 ბრძოლა ჩაატარა, 39 მოიგო (30 - ნოკაუტით) და ექვსი წააგო. ბოლოს ის რინგზე 2008 წლის დეკემბერში გავიდა და ნოკაუტით წააგო ფილიპინელ მენი პაკიოასთან.