პოლიციამ მოკრივე რინგზე დააკავა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკელი პროფესიონალი მოკრივე ტშეპანგ მოჰალე კემპტონ პარკის პოლიციამ (სამხრეთ აფრიკა) პირდაპირ რინგზე დააკავა. 31 წლის მოჰალეს მოპარული ტელეფონი აღმოუჩინეს. მოკრივეს გადაცმის საშუალება მისცეს და საპოლიციო ნაწილში გადაიყვანეს.

მოჰალეს მენეჯერმა პიტერ სმიტმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა ტელეფონი კერძო პირისგან შეიძინა.

ბრძოლის პრომოუტერმა როდნი ბერმანმა აღნიშნა, რომ მოკრივის დაკავება მისთვის სრული მოულოდნელობა იყო. როდის გათავისუფლდება სპორტსმენი და რა სასჯელი ემუქრება მას უცნობია.

მომზადებულია BoxingScene.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ველოდი, რომ დასაკავებელი ფაქტი რინგზე იყო მომხდარი
0
თავიდან ვიფიქრე, ამბავი, რის გამოც დააკავეს, რინგზე მოხდა მეთქი.
0

სიახლეები პოპულარული