ტაისონი: ჰეი მეორე რაუნდში წააგებს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა თავისი აზრი გამოთქვა ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის შესახებ, რომელშიც 2 ივლისს ერთმანეთს შეხვდებიან უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და ბრიტანელი დევიდ ჰეი.

"ჰეის პრაქტიკულად შანსი არ აქვს. ის ძალიან "პატარაა" სუპერმძიმე წონისთვის, თანაც ამ დივიზიონში სერიოზული გამოცდა არასოდეს გაუვლია. გამოცდილების მისაღებად მას ახალგაზრდა, ძლიერ და "მშიერ" მოკრივეებთან უნდა ეჩხუბა, დევიდი კი რინგზე გადიოდა ვეტერანების - ვალუევის, რუისისა და ბარეტის წინააღმდეგ, თანაც მათ დასამარცხებლად ძალიან დიდ დროს ხარჯავდა. ის რომ ძლიერი ყოფილიყო, ამ მეტოქეებს გაცილებით იოლად
გაუსწორდებოდა. საქმე ისაა, რომ ბრიტანელი ძალიან გადაფასებულია როგორც სუპერმძიმეწონოსანი - კლიჩკო მას პირველ ორ რაუნდში გაანადგურებს", - ამბობს ESPN-თან კომენტარში ტაისონი


* * *
კვირა არ გავა, რომ პროფესიონალი მოკრივის გარდაცვალების ან დაღუპვის შესახებ ცნობა არ გავრცელდეს. ამჯერად საქმე ეხება 22 წლის პუერტორიკოელ ხუან გონსალესს. ის თავის მშობლიურ ქალაქ ტოა-ბახაში მოკლეს. მოტოციკლით მიმავალ სპორტსმენს თავში ესროლეს.

გონსალესმა კარიერა 2009 წელს დაიწყო და 61.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პროფესიულ რინგზე მას 11-დან 11 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, მათ შორის ცხრა ნოკაუტით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული