ავთანდილ ხურციძე ათეულშია

AutoSharing Option
პროფესიულ კრივს რამდენიმე ორგანიზაცია განაგებს. ზოგი მათგანი ერთობ პრესტიჟულია, ზოგიც - ნაკლებად. ამიტომაც თითოეულ წონაში მსოფლიოს რამდენიმე ჩემპიონია და კიდევ უფრო მეტი პრეტენდენტი. ასეთ შემთხვევაში გვეხმარება PP4P ("პაუნდ ფორ პაუნდ")-ის მიერ შემუშავებული ერთიანი რეიტინგი, რომელიც შედარებით ობიექტურად ასახავს ძალთა თანაფარდობას თანამედროვე მსოფლიო კრივში.

ჩვენ მსოფლიოს ერთი ჩემპიონი გვყავს, 32 წლის ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე. ქართველმა ჩემპიონის ქამარი კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) ვერსიით თბილისში მოიპოვა - 13 მარტს "ჩაქუჩამ" ქულებით აჯობა პოლონელ მარიუშ სენდროვსკის. ხურციძემ, ამას წინათ, კიევში წარმატებით დაიცვა ქამარი
- პირველ რაუნდში რინგზე დააგდო კოლუმბიელი დიონისიო მირანდა.

ახალ რეიტინგამდე ხურციძის პოზიცია საშუალოწონოსანთა ათასზე მეტი მოკრივის არმიაში მე-17 იყო. ტიტულის დაცვამ ქართველი კიდევ უფრო წინ წაწია და ის ათეულში შევიდა. უფრო ზუსტად, კი ზუსტად მე-10 ადგილზეა. ჩვენებურს, რომელსაც 29-დან 25 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, 315 ქულა აქვს.

PP4P-ის ტოპ-10 საშუალო წონაში ასე გამოიყურება: 1. სერხიო მარტინესი (არგენტინა) - 955 ქულა; 2. ფელიქს შტურმი (გერმანია) - 674; 3. დენიელ გილი (ავსტრალია) - 536; 4. ჰასან ნდამი (საფრანგეთი) - 439; 5. დმიტრი პიროგი (რუსეთი) - 386; 6. ენდი ლი (ირლანდია) - 383; 7. მარკო რუბიო (მექსიკა) - 372; 8. სებასტიან სილვესტერი (გერმანია) - 364; 9. ხულიო სესარ ჩავესი (მექსიკა) - 329; 10. ავთანდილ ხურციძე (საქართველო) - 315. ამ წონაში პროფესიონალებში 17 ქართველია, ხურციძის შემდეგ მეორე შალვა ჯომარდაშვილია (54 ქულა), რომელიც ზუსტად მეასე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული