ჩვენ მსოფლიოს ერთი ჩემპიონი გვყავს, 32 წლის ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე. ქართველმა ჩემპიონის ქამარი კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) ვერსიით თბილისში მოიპოვა - 13 მარტს "ჩაქუჩამ" ქულებით აჯობა პოლონელ მარიუშ სენდროვსკის. ხურციძემ, ამას წინათ, კიევში წარმატებით დაიცვა ქამარი
ახალ რეიტინგამდე ხურციძის პოზიცია საშუალოწონოსანთა ათასზე მეტი მოკრივის არმიაში მე-17 იყო. ტიტულის დაცვამ ქართველი კიდევ უფრო წინ წაწია და ის ათეულში შევიდა. უფრო ზუსტად, კი ზუსტად მე-10 ადგილზეა. ჩვენებურს, რომელსაც 29-დან 25 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, 315 ქულა აქვს.
PP4P-ის ტოპ-10 საშუალო წონაში ასე გამოიყურება: 1. სერხიო მარტინესი (არგენტინა) - 955 ქულა; 2. ფელიქს შტურმი (გერმანია) - 674; 3. დენიელ გილი (ავსტრალია) - 536; 4. ჰასან ნდამი (საფრანგეთი) - 439; 5. დმიტრი პიროგი (რუსეთი) - 386; 6. ენდი ლი (ირლანდია) - 383; 7. მარკო რუბიო (მექსიკა) - 372; 8. სებასტიან სილვესტერი (გერმანია) - 364; 9. ხულიო სესარ ჩავესი (მექსიკა) - 329; 10. ავთანდილ ხურციძე (საქართველო) - 315. ამ წონაში პროფესიონალებში 17 ქართველია, ხურციძის შემდეგ მეორე შალვა ჯომარდაშვილია (54 ქულა), რომელიც ზუსტად მეასე ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"