კილაძე უკრაინის ქალაქ დონეცკში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ჩვენებური პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელია - 16 ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო, მათ შორის 11 ნოკაუტით.
იაგო კილაძემ ქამარი იანვარში მოიპოვა, როცა დონეცკის ცირკში პირველივე რაუნდში წააქცია უნგრელი ზოლტან ცეკუში. ახალი ბრძოლა 20 აგვისტოს ისევ დონეცკშია დაგეგმილი, თუმცა ჯერ გაურკვეველია ქართველის მეტოქის ვინაობა - კანდიდატი რამდენიმეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"