ორი დანაკლისით დაიწყეს

AutoSharing Option
თურქეთის დედაქალაქში გუშინ დაიწყო მოკრივეთა 39-ე ევროპის ჩემპიონატი. ანკარაში საქართველოს 10 წარმომადგენელი გაემგზავრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით.

სამი მათგანი გუშინვე გავიდა რინგზე და ორმა დამარცხებულმა დატოვა სარბიელი. კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა ანკარიდან გვაცნობა, რომ 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა ჯაბა ხოსიტაშვილმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 14:13 სძლია ინგლისელ ენტონი ოგოგოს. ჯაბა 20 ივნისს ზოლტან ჰარსკასა (უნგრეთი) და ტომაზ იაბლონსკის (პოლონეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას პირველსავე წრეში ჩამოსცილდნენ ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ) და ბაკურ
გოგოჭური (64), რომლებიც, შესაბამისად, ფერჰათ ფეხლივანისთან (თურქეთი) და თომას სთელკერთან (ინგლისი) დამარცხდნენ.

ჩვენებურთაგან დღეს რინგზე გავლენ ნიკოლოზ იზორია (56), ზაალ კვაჭატაძე (69) და ლევან გულედანი (91). ისინი იოზეფ ჰემის (შოტლანდია), მოჰამედ სდერის (ბელგია) და გონორ შეეჰენს (ირლანდია) დაუპირისპირდებიან. 19 ივნისს პირველ ორთაბრძოლებს გამართავენ გიორგი კილანავა (52) ფრანგ ელი კონკისთან და კობა ფხაკაძე (60) შოტლანდიელ ჯოშ ტეილორთან. სტარტზე თავისუფლები იყვნენ და მედლებისთვის ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმებიან იაგო კიზირია (81) და მიხეილ ბახტიძე (+91). ისინი 20 ივნისს იტალიელ სიმენო ფიორისა და პოლონელ მარჩინ რეკოვსკის გაუწევენ მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული