უკეთ, ვიდრე პირველ დღეს

AutoSharing Option
ანკარაში გრძელდება მოკრივეთა ევროპის 39-ე ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაება. ასპარეზობის პირველ-ორ დღეს წარმატებასთან ერთად, სამწუხაროდ, დანაკლისიც გვაქვს.

უკვე გაუწყეთ, რომ შეჯიბრების სტარტზე ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ) დაძაბულ პაექრობაში 14:13 მოუგო ინგლისელ ენტონი ოგოგოს. დღეს იგი პოლონელი ტომაზ იაბლონსკის მძლეველ (19:12) უნგრელს - ზოლტან ჰარკსას დაუპირისპირდება.

შაბათს ბრწყინვალედ იასპარეზა ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ). ქართველმა მოკრივემ პირველსავე რაუნდში ბელგიელი მოჰამედ სდერი ნოკაუტში გაგზავნა. მისი მეტოქე იქნება უკრაინელი დენის ლაზარევი, რომელმაც ვასილ ბელოუსს აჯობა - 15:12.

მეორე წრეში გავიდა ევროპის
პრიზიორი ნიკოლოზ იზორია (56 კგ), რომელიც მძიმე ტრავმით გამოწვეული დიდი ხნის უქმობის შემდეგ ისევ დაუბრუნდა რინგს. ანკარაში პეკინის ოლიმპიადის მონაწილემ დამაჯერებლად დაამარცხა შოტლანდიელი იოზეფ ჰემი - 16:9. დღეს იგი ირლანდიელ ჯონ ნევინის გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გზიდან უკრაინელი პავლო იშჩენკო ჩამოიცილა - 19:13.

სამწუხაროდ, ჩემპიონატს სტარტიდანვე გამოეთიშნენ ავთანდილ ჭუბაბრია (49, დამარცხდა თურქ ფერჰათ ფეხლივანისთან), ბაკურ გოგოჭური (64, ინგლისელ თომას სთელკერთან) და ლევან გულედანი (91, მე-3 რაუნდში ნოკაუტით წააგო ირლანდიელ გონორ შეინანთან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული